ანტიკოროზიული საღებავები

 

ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულების შემდეგ აქტუალური ხდება საღებავის სწორად შერჩევა. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი კოროზიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ უნდა გავითვალისწინოთ ბევრი რამ: შესაღები ობიექტის პირველადი დანიშნულება (კვებითი, ტექნიკური, ნავთობმედეგი, მჟავამედეგი და სხვა), გარემო პირობები, ტემპერატურა და ტენიანობა, ნამის წერტილი, დასატანი სისქის მიკრონი და სხვა. სპეციალისტი კარგად უნდა ერკვეოდეს საღებავების შემადგენლობაში, მის მომზადებასა და გამოყენებაში. ჩვენი ფირმა აქტიურად იყენებს დანიური და გერმანული წარმოების ორ კომპონენტიან ეპოქსიდურ საღებავებს, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი პოლიმერიზაციული თვისებებით. ხდება დაგრუნტვა და შემდგომ შეღებვა, თუმცაღა არსებობს გრუნტ-საღებავებიც, რომლებიც ხასიათდებიან გრუნტისა და ემალის ერთობლივი თვისებებით. წარმატებით ვთანამშრომლობთ საღებავების ადგილობრივ წარმოებებთანაც. სხვაობა, რა თქმა უნდა, გახლავთ ფასებში და გარანტიის ვადებში. ანტიკოროზიული სამუშაოების დაცვის შემდეგ სწორად შერჩეულ ხარისხიან საღებავს შეუძლია, ათეული წლით გაუხანგრძლივოს მეტალს სიცოცხლე. ჩვენი ფირმა აგრეთვე ახდენს ეპოქსიდური ფისის დატანას ბეტონისა და მეტალის ზედაპირებზე.