უჰაერო შესხურება

 

ქვიშაჭავლური დამუშავების შემდეგ ზედაპირი გათეთრებულია და მიცემული აქვს ხორკლიანობა, რომელიც არსებობს სხვადასხვა მოთხოვნებისა და შესაბამისობის. კოროზიისგან იდეალურ დაცვას 70%-ით უზრუნველყოფს ზედაპირის სწორი მომზადება და დანარჩენი 30%-ს კი - გამოყენებული საღებავის მასალები და მათი დატანის ხერხი. უაჰერო შესხურება ეს გახლავთ ზედაპირების შეღებვის ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც თვითონ აგრეგატი, სხვა სამღებრო პისტოლეტებისაგან განსხვავებით, არ მოიხმარს ჰაერს. იგი თვითონვე იწოვს სამღებრო მატერიალს და აფრქვევს. აღნიშნული უჰაერო შესხურების აგრეგატის დღიური წარმადობა შეიძლება ავიდეს დღეში 2500 კვადრატამდე, ხოლო ხარჯვის სისწრაფე დაახლოებით 25 ლიტრი საღებავი 1 საათში. ჩვენი ფირმა ფლობს გერმანული წარმოების 4 ასეთ აგრეგატს, რომლებსაც წარმატებით ვიყენებთ რეზერვუარების შიდა და გარე კედლებზე, სადაწნეო მილებზე, პლატინის ავარიულ ფარებზე და სხვა დიდ მოცულობით სამუშაოებზე.