ქვიშაჭავლური დამუშავება

 

სანამ ქვიშაჭავლზე დავიწყებთ საუბარს, ცოტა რამ უნდა ითქვას კოროზიის შესახებ. კოროზია ეს არის მეტალების თვითნებური განადგურება გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად. წყალში რკინის ჟანგბადოვანი კოროზია არის სწორედ რკინის ჰიდროქსიდი (Fe(OH)3). კოროზიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშულება გახლავთ სწორედ ქვიშაჭავლური დამუშავება. ქვიშაჭავლი, იგივე სილაჭავლური დამუშავება, ეს არის ანტიკოროზიული ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ვახდენთ ჟანგიანი ზედაპირების გაწმენდა/გასუფთავებას; მაღალი წნევით მიღებული ჰაერისა და ქვიშის ნაზავი, რომლის ნაკადიც მიმართულია გასასუფთავებელი ზედაპირისაკენ. ქვიშაჭავლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ზედაპირებზე, მაგალითად: შავი ლითონი, ფერადი ლითონი, ქვის ფასადი, ბაზალტისა და წითელი აგურის ფასადები, ხე, შუშა, პოლიმერი და სხვა. თითოეულ ნახსენებ ზედაპირებს სჭირდება ცოდნა და გამოცდილება, თუ რა ფრაქციის გრანული რა წნევით უნდა მიეტყორცნოს მას. რა თქმა უნდა, ქვიშის გარდა არსებობს სხვა სახის აბრაზიული ელემენტებიც, როგორიცაა კუპერ შლაკი, რკინის დრობი და სხვა. ყველა აბრაზივას თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ ჩვენთან გავრცელებული ყვითელი კვარცული ქვიშა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, შეიძლება, ჩაითვალოს ყველაზე უნივერსალურად და მისაღებად. თუმცა შპს „ანტიკორი-80“-ის სპეციალისტებს ყველა ნახსენები აბრაზივით აქვთ შესრულებული სამუშაოები. ჩვენი ფირმა საკუთრებაში ფლობს რამდენიმე კომპლექტ რუსულ, იტალიურ, თურქულ და ინგლისურ ინვენტარს, რომელიც საჭიროა აღნიშნული მომსახურეობის შესრულებისათვის.