ჩვენ შესახებ

 

გამარჯობათ !

 

შპს ანტიკორი-80“ გთავაზობთ  ყველა სახის  ანტიკოროზიულ მომსახურეობასა (ქვიშაჭავლი, пескаструйкаsandblasting) და უჰაერო დაგრუნტვა-შეღებვასკომპანია დაარსდა 2011 წელს, თუმცამასში დასაქმებული პერსონალი და ხელმძღვანელობა ეწევა აღნიშნულ სერვისს 1980 წლიდან. დაგროვილი 37 წლიანი პრაქტიკული და ტექნიკური გამოცდილება, ინგლისური, გერმანული, იტალიური, თურქული დარუსული დანადგარები, მაღალკვალიფიციური პერსონალიკონკურენტული ფასები და მობილურობა მთლიანი საქართველოს მასშტაბით, განაპირობებს მომხმარებელთადიდ კმაყოფილებასა და მაღალ ხარისხს. შპსანტიკორი-80“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ფირმებთან, როგორც კერძო, ასევე - სახელმწიფო სტრუქტურებთან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მომხმარებლის სურვილისამებრ, ჩვენ შეგვიძლია ან ადგილზე მოვახდინოთ სამუშაოების ჩატარება ან მივიღოთ დაკვეთა პირდაპირ ჩვენს ბაზაზე ქალაქ რუსთავში. შპსანტიკორი-80“- აქვს მრავალწლიანი გამოცდილება შემდეგი სახისდა დასახელების შესრულებულ ობიექტებზე (მათ შორის გვირაბებშიც): მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ანძები, ჰიდროელექტროსადგურებისა და კაშხლების კოროზირებული კონსტრუქციების, პლატინის ჩამკეტი ფარების, სადაწნევო მილების, ხიდების, სატვირთო ავტომობილის ძარებისა და დისკების, ლითონის ცხაურების, ღვინის კომპანიის ავზების, სატერმინალო საწვავის რეზერვუარების, კონტეინერებისა და სხვადასხვა ზომის რკინის დეტალების. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მაღალი ხარისხის საღებავების მომწოდებლებთან და წარმომადგენლობებთან საქართველოში. შეგვიძლია, შეგირჩიოთ თქვენთვის სასურველი და აუცილებელი საღებავი პროდუქტი.

 

მოკლე  აღწერა: კვარცული ქვიშის მაღალი წნევით  კოროზირებულ ზედაპირებზე  შეტყორცნით ხდება მეტალის გათეთრება, რის შედეგადაც ზედაპირი მომზადებულია დასაგრუნტად და შემდგომ შესაღებად. აღნიშნული ანტიკოროზიული დამუშავება ლითონს უხანგრძლივებს სიცოცხლეს ათეული წლებით. მოთხოვნის შემთხვევაში, შეგვიძლია, შევასრულოთ მხოლოდ ლითონების გაწმენდაც. აგრეთვე, ვასრულებთ ბაზალტის, ეკლარისა და ძველი აგურის ფასადების გაწმენდა/განახლებას. გთხოვთ იხილოთ დამატებით თანდართული ფოტომასალა და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე. მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისათვის!